„მთელი ღამე არ მეძინა, 19 წლის გოგოს ავუგე წესი… ამაზე ხმას არავინ იღებს“ – რა პრობლემაზე საუბრობს მამა შალვა კეკელია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მამა შალვა კეკელია კლუბში ნარკოტიკით გარდაცვლილ გოგოზე საუბრობს და ჟურნალისტებს მიმართავს, გამოიძიონ რამდენი ადამიანი იღუპება ამ პრობლემით.

„19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა კლუბში. კლუბური ნარკოტიკი მიიღო და გარდაიცვალა, ეს ადამიანი მოკლეს. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი. ამაზე დღეს ხმას არავინ იღებს, არავინ საუბრობს. მე არ მომისმენია, ამაზე ვინმეს ელაპარაკოს. საქმე არ აღძრულა, არავის გამოუძიებია.

კვირა არ გავა, რომ ორი ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკით განადგურებული ადამიანი. ფსიქიკა შეშლი ადამიანები. მინდა, მივმართო ჟურნალისტებს, მოდით, გამოიძიეთ. იმდენი ადამიანისთვის, მომიწია წესის აგება. გუშინ მთელი ღამე არ მიძინია, დახატული, ულამაზესი გოგო იყო. გასართობად წავიდა ბავშვი და მშობლებს მიუსვენეს“, – აღნიშნა მოძღვარმა.

მისივე თქმით, გამოსავალია კანონის მიღებაში, სახელმწიფო უნდა დადგეს სიმაღლეზე, თუმცა, დასძენს, რომ მშობლებიც უნდა დადგნენ თავის სიმაღლეზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მთელი ღამე არ მეძინა, 19 წლის გოგოს ავუგე წესი… ამაზე ხმას არავინ იღებს“ – რა პრობლემაზე საუბრობს მამა შალვა კეკელია. 2 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მთელი-ღამე-არ-მეძინა-19-წლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi