“1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ”-ირაკლი კობახიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დიასპორაზე ზრუნვა იყო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2025 წელს.

“შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივებზე.

„ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 25 ახალი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული, ჯამში 70-ზე მეტი პროექტი არის განხორციელების პროცესში. 18 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდა. 1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ”-ირაკლი კობახიძე. 29 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/1000-მდე-პაციენტი-ეწვია-ჩვენს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi