პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ,...

„მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას“-პატრიარქი დიასპორას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორას მიმართავს. წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო,

ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა.

მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას.

იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად, დიდია თქვენი პასუხისმგებლობა.

გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში.

ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.

  მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი