მეცნიერებმა ძველი ეგვიპტეს უძველესი ხელოვნური პიგმენტი აღადგინეს – ეს პიგმენტი ერთ-ერთ ყველაზე ფასეულად ითვლებოდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამერიკელმა მეცნიერებმა აღადგინეს ძველი ეგვიპტეს უძველესი ხელოვნური პიგმენტი – საღებავი სახელწოდებით „ეგვიპტური ლურჯი“, რომელსაც დაახლოებით 5 000 წლის წინ იყენებდნენ.

ეს მიღწევა აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნის. მათ საღებავის 12 რეცეპტი შექმნეს, სილიციუმის დიოქსიდის, კალციუმის, ნატრიუმის კარბონატის და სპილენძის გამოყენებით. შემდეგ ნარევები 1000 გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს. ნიმუშების გაგრილების შემდეგ, მკვლევრებმა ფერი მიკროსკოპით შეისწავლეს და ეგვიპტურ ორიგინალებს შეადარეს.

ეს პიგმენტი ერთ-ერთ ყველაზე ფასეულად ითვლებოდა ძველ ცივილიზაციებში – მას იყენებდნენ ხისა და ქვის ნივთების გასაფორმებლად და კედლების მოსახატად. თუმცა, ზუსტი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ მზადდებოდა ეს ფერი, თითქმის არ შემორჩენილა. საბოლოოდ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ეგვიპტური ლურჯი“ სხვადასხვა ელფერებს მოიცავდა და სხვადასხვა რეგიონში მზადდებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა ძველი ეგვიპტეს უძველესი ხელოვნური პიგმენტი აღადგინეს – ეს პიგმენტი ერთ-ერთ ყველაზე ფასეულად ითვლებოდა. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-ძველი-ეგვიპტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi