„ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ვნანობ… სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო ერთი, ორი, სამი სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას კინომცოდნე ბექა მაისურაძე კინოსა და თეატრის შესახებ კითხვებით ესტუმრა.

ქართული და ჰოლივუდის ფილმების მიმოხილვასთან ერთად, ია ფარულავამ რუბრიკის ფარგლებში უპასუხა შეკითხვას – ნანობს თუ არა ჰოლივუდიდან წამოსვლას.

„მაშინ სხვა ჰოლივუდი იყო, არ ვნანობ, მაგრამ, მე, ალბათ, ჰოლივუდში 20-30-იან წლებში უნდა მოვხვედრილიყავი, როდესაც გრეტა გარბო იყო ვარსკვლავი, მაგრამ არაფერს არ ვნანობ.

იგივე კითხვა ჟულიეტ ბინოშს ან ჯულია ორმონდს რომ დაუსვა, ალბათ გიპასუხებენ, რომ ძნელია იყო ჯერ ვარსკვლავი და შემდეგ არავინ აღარ იყო. ამიტომ სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო 1, 2, 3 სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“, – აღნიშნა ია ფარულავამ

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ვნანობ… სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო ერთი, ორი, სამი სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰოლივუდიდან-წამოსვლას-ა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi