სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განბანველი საშუალებაა - გიორგი ლობჯანიძე შავ...

ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განბანველი საშუალებაა – გიორგი ლობჯანიძე შავ მაგიაზე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც შავ მაგიაზე საუბრობს:

„კარგად თუ გავაცნობიერებთ, მივხვდებით ეს სამყარო იმდენად მაგრად აქვს ღმერთს მოწყობილი, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, წონასწორობა არ ირღვევა. ამიტომ, ზედმეტია და არაა საჭირო მაგიური რიტუალებით ვინმესადმი სამაგიეროს უკან დაბრუნება.

დღეს ძალიან მოდაშია ეს სიტყვა – ,,შავი მაგია“. უამრავი ადამიანი მეკითხება რა დატვირთვა აქვს მას?

გახსოვდეთ, რომ ღმერთი იმდენად სამართლიანია და ეს სამყაროც მისი გამოვლინების იმდენად დიდი ეგზალტაციაა, რომ თუ თქვენ რამე გეკუთვნით იმას ზედმეტი მაგიის ჩარევის გარეშეც მიიღებთ, ხოლო თუ რამე არ გეკუთვნით ის დროებით მაინც არ მოგეცემათ, სანამ გარკვეულ საფეხურებს არ გაივლით!

მაგრამ თუ ვინმე მაგიურად გებრძვით, აქაც ორი ვარიანტია: პირველ შემთხვევაში დაუმსახურებლად წამოსული დარტყმები აუცილებლად გაბათილდება, შესაძლოა ვერც იგრძნოთ, მაგრამ თუ რამეს იგრძნობთ ეს, როგორც ღვთისგან წამოსული განსაცდელი შეგიძლიათ მიიღოთ, რომელიც გარკვეული დროის მერე, როცა თქვენც ისწავლით იმ დროში იმას, რაც უნდა ისწავლოთ – ესეც განეიტრალდება.

ხოლო, რა მოსდის იმას, ვინც ამას აკეთებს? მარტივად გეტყვით, იმხელა სამარეს ითხრის მიწაც კი ვერ იპოვნის მის გვამს. ბნელ ძალებთან კონტაქტი, სულის გაცვლით მთავრდება. შავსაც შეუძლია მოგცეს ძალა, ნიჭი, უნარი და პოტენციალი, თუმცა სანაცვლოდ შენ ხარ მისი მსახური. არჩევანს, ბუნებრივია, თავად ინიდივიდი აკეთებს.

ზუსტად ძველ აღთქმისეულ ცხოვრებაში იყო ასეთი დაუნდობელი ომი, როგორც ფიზიკურში, ისე უხილავში. ადამიანები ყველა გზით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შუღლს, ომს და დაპირისპირებას. ქრისტე ღმერთმა იმ დროისთვის ყველაზე გამართული და აუცილებელი პოსტულატები შემოიტანა, თუმცა ხალხმა გაიგო ის, რომ – ვერაფერიც ვერ გაიგო.

ძველი ბერძნული ოკულტიზმიდან: პითაგორელებს, პლატონს და ჰერმესს შავი მაგია მიჩნეული ჰქონდათ ,,დასაბამისეულ ძალებთან მტრობად.“ ეს კი ნიშნავს, რომ შენ ღვთიურ პოტენციალს ებრძვი, როცა ამ მექანიზმს მიმართავ.

  „მეცინება, მაგრამ ასე მგონია, ოცი წლის ვარ…“ - თამუნა ამონაშვილი

შავი მაგია ძველი ბერძნებისთვის ითვლებოდა ,,ჰარმონიის საწინააღმდეგო დანაშაულად.“ ამას ძველ წყაროებშიც ამოიკითხავთ.

ინდურ ვერსიებში, მაგალითად: ,,ბჰაგავად გიტა“ წერია: ,,ვისაც ბოროტი გული აქვს და მიზანი დაპყრობაა – არ შეუძლიათ ღმერთის დანახვა. ისინი ხდებიან საკუთარი ბოროტების მხვერპლნი.“

შავი მაგიის მოქმედი აგროვებს ბინძურ საქმეებს და ამ ცხოვრებაშიც ცუდად გამოვლინდება, ადრე თუ გვიან.

სუფიზმი: თუ ზიანს სხვის სულზე აგზავნი, ეს არ მიდის მიზნამდე – ის ბრუნდება შენს შიგნით, როგორც მოძრავი ბუმერანგი.

სუფიზმში მაგიური მოქმედება ეგოს ბილიკია, ხოლო ჭეშმარიტება ღვთიური სიყვარული.

ძველი ეგვიპტის ჰერმეტიზმი: თუ ვინმე მაგიური (ზებუნებრივი) ნიჭით დაჯილდოებული იყო, ეს ღვთის საჩუქრად ითვლებოდა, მაგრამ მისი არასწორი გამოყენება მაგიური (ჰეკა) იწვევდა (მაუსს) კოსმოსურ დისბალანსს.

თოთის წიგნებში წერია: ის, ვინც ჰეკას ღვთიურ ტალღას თავის ნებაზე იყენებს – ემსგავსება ზვავში დარჩენილ ქვას, რომელსაც ყველა ტალღა შეეჯახება.

ეგვიპტურ მკვდართა წიგნში წერია: მათ, ვინც ,,შავ მეცნიერებას“ იყენებდა სხვისი ზიანისთვის, სიკვდილის შემდეგ ელოდება სულის ტანჯვა, გულის ამოჭრა (ჭეშმარიტების ქალღმერთისგან).

ხოლო, რაც შეეხება ყველაზე ზუსტს, გასაგებს, დამმოწმებელს და მართალს – ბიბლიას და დიდი რჯულის კანონს, პირდაპირ შავით თეთრზე წერია: მეორე რჯული: 18:10-12: არ უნდა იყოს შენ შორის არავინ, ვინც წვავს თავის ძეს ან ქალიშვილს ცეცხლში, არც გრძნეული, არც ჯადოქარი, არც მომნათველი, არც მომცნო, არც მკითხავი, არც შელოცვების მკითხავი, არც მკვდრებთან მომმართავი.’’

გალატელთა 5:19-21: შელოცვები და გრძნეულობა სულიერად კლავს ადამიანს და მემკვიდრეობას არ მიიღებენ ღვთის სასუფეველში.“

ხაზს ვუსვამ, მართალს და ღმერთის გვერდში მდგომს შავი არც არასდროს გაეკარება. ასევე, როცა დაუმსახურებლად მოდის შენკენ რამე. კიდევ, ვინც მუდამ აღსარება-ზიარების გზას მიმართავს, ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განმბანველი საშუალებაა ამისთვის.

დროც ასეთია, მე არ მიკვირს, ყველა ფეხის ნაბიჯზე მსგავს თემატიკას წააწყდები. არა უშავს, ბევრჯერ მითქვამს, თუ კარგად არ დაღამდა – არ გათენდება. მომრავლებული ცრუ მწვალებელი მასწავლებლების დრო იწურება“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

  რატომ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი: „გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე…“

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.