პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

მექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

მექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერსი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 350 000 მიგრანტია დაკავებული. როგორც მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, ქვეყნის სამიგრაციო სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მიგრანტებს ჩრდილოეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცემს.

მანამდე ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი საპასუხო ზომაა არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე კრიმინალისა და ნარკოტიკების შემოდინებაზე.

  თბილისის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება იგეგმება — კაპიტალის ბაზარი აქტიურდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი