თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება 16 საათით შეიზღუდება — გადაამოწმეთ მისამართი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

15 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) დედაქალაქის სამ რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც ათასობით მომხმარებელს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცრელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეზღუდვები დაკავშირებულია ქსელზე დაგეგმილ სამუშაოებთან, რომლებიც მიზნად ისახავს ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ჩუღურეთის რაიონი — 16 საათიანი შეზღუდვა

დრო:
15 აპრილის 14:00 საათიდან — 16 აპრილის 06:00 საათამდე

- Advertisement -
Ad imageAd image

წყალმომარაგება შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე:
აბაშის, სენაკის, გივიშვილის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ხონის, ციშის (N 2 და 4), თეკლეთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს ქუჩები.

სამგორის რაიონი — 12 საათიანი შეზღუდვა

დრო:
15 აპრილის 22:00 საათიდან — 16 აპრილის 10:00 საათამდე

მისამართები:
მოსკოვის გამზირი N41, 41/2, 41/3, ასევე მოსკოვის გამზირის I და V კვარტლები.

ვაკის რაიონი — 12 საათიანი შეზღუდვა

- Advertisement -
Ad imageAd image

დრო:
15 აპრილის 10:00 საათიდან — 22:00 საათამდე

წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება:
ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე, წმინდა ვასილესკოს ქუჩაზე, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის N32–52 (ლუწი ნომრები) და N33–73 (კენტი ნომრები), ასევე ჯიქიას ქუჩის N32–46 (ლუწები) და N37–103 (კენტები).

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება 16 საათით შეიზღუდება — გადაამოწმეთ მისამართი. 15 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-რამდენიმე-რაიონ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi