Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელის ხელისუფლებამ დაჯგუფება „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

განახლებული შეთანხმება „ჰამასის“ ტყვეობიდან 100 გატაცებული ადამიანის გათავისუფლებას და ისრაელის სამხედროების მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დასრულებას გულისხმობს.

გამოცემის მტკიცებით, ისრაელი იმედოვნებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის, ლიბანთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული მუქარის შემდეგ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭირო დროა.

როგორც გამოცემას ებრაელი ჩინოვნიკები უყვებიან, ახალი წინადადება წინა შეთავაზებისგან, რომლის განხილვაც აგვისტოში მიმდინარეობდა, რადიკალურად არ განსხვავდება. ისრაელში ფიქრობენ, რომ ახლა მოლაპარაკებების დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, „ჰამასმა“ მოლაპარაკებებისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინა და შეთანხმების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა. 5 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/axios-ისრაელმა-ჰამასს-ცეცხლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi