კახა კალაძე – ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება – ეს მოხდება პარასკევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს, „უამრავი გამოწვევა რჩება დედაქალაქში და მომდევნო 4 წელი იქნება განსაკუთრებული“.

„როგორც იცით, ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება. 2021 წელს გამოცხადებული ნდობა, 4-წლიანი პერიოდი ხვალ იწურება. შესაბამისად, მთავრობის თითოეულ წევრს უჩერდება უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება. ეს მოხდება პარასკევს, ჩვენ მოგვიწევს ყველას მისვლა თბილისის საკრებულოში. კიდევ ერთხელ წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმას თბილისთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს, თანადგომისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს. განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საქმეები, პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, უამრავი გამოწვევა რჩება დედაქალაქში და მომდევნო 4 წელი იქნება განსაკუთრებული, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კახა კალაძე – ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება. 28 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კახა-კალაძე-ხვალიდან-თბი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-21T18:20:50+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi