ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი...

მეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.

„სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას და შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა ხალხში საოცარი გამონათება. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. ასეთი გამონათება, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულში. შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, სიყვარულის გრძნობაში. ეს არ იყო მხოლოდ ილია მეორის პიროვნების დაფასება, არამედ პირველყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებების ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა დაკრძალული.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

  იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი