ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების...

მეუფე შიო: იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს

იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს, – განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ასევე გილოცავთ წმინდა დიდი მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე. როდესაც წმინდა ჯვარს თაყვანსა ვცემთ, ამით თვით ღმერთსა ვცემთ თაყვანს, რადგან ჯვარი არის თვით ღმერთის, ყოვლადწმინდა სამების ნიშანი და სიმბოლო. ამაზე მეტყველებენ ჩვენი საეკლესიო ლოცვები და საგალობლები, სადაც ნათქვამია, რომ ჯვარი არის სამგვამოვანი ღმერთის ხატი.

მაშასადამე, როდესაც ლოცვებში წმინდა ჯვარს მივმართავთ, ჩვენ მივმართავთ მას, როგორც წმინდა სამების სიმბოლოს და ნიშანს.

რატომ არის ასე? – იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ყოვლადწმინდა სამება არის მამა ღმერთის სიყვარული ძე ღმერთისადმი, მამა ღმერთისა და ძე ღმერთის სიყვარული სულიწმინდა ღმერთისადმი, ეს არის ერთ ღმერთში სამი ჰიპოსტასის ურთიერთსიყვარული.

ამ საღვთო სიყვარულით შექმნილ სამყაროში მამა ღმერთი აგზავნის თავის მხოლოდშობილ ძეს, ძე ღმერთს, რომელიც ცხოვრობს ამ დედამიწაზე, როგორც ადამიანი, როგორც ძე ღმერთი და ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც ცხადად წარმოაჩენს ღმერთის სიყვარულს კაცობრიობისა და ყოველი ადამიანისადმი. მან სრულად შესწირა თავისი თავი ადამიანის მსახურებას, ადამიანისა და ღმერთის სიყვარულს. სწორედ ამიტომ არის ჯვარი ასეთი ცხადი ნიშანი საღვთო სიყვარულისა. ამიტომ, როდესაც თაყვანსა ვცემთ წმინდა ჯვარს, ხეს ან ფიცარს კი არ ვეთაყვანებით, არამედ – თვით ყოვლადწმინდა სამებას, ღმერთს, რომელიც არის სიყვარული.

უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა მცნება, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე ვიაროთ ამ ცხოვრებაში. ე. ი. მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის სიყვარულის ჯვარი, ძმებო და დებო, ღვთისა და ადამიანის თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს. სიყვარულის აზრი და მთელი სიხარული მისი მდგომარეობს ამ თავგანწირვაში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღვთისა და ადამიანისადმი; სწორედ ასეთი სიყვარულით შეიძლება ვცხონდეთ; მხოლოდ ასეთი სიყვარულით შეიძლება ჩვენი ჯვარი ავიღოთ და ვიაროთ ამ ცხოვრების გზაზე.

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

წმინდა ჯვარს აქვს დიდი ძალა. უფალმა ინება, რომ ჯვრიდან მოგვცეს საღვთო ძალა. როდესაც წმინდა ჯვარს ვემთხვევით, ჩვენ გვეძლევა უფლისგან ეს ძალა, რომელიც გვაძლიერებს, გვეხმარება ამ ცხოვრებაში, ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, გვეხმარება ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარულში. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ვიცოდეთ. ამიტომ დღეს, როდესაც ვეამბორებით წმინდა ჯვარს, ვემთხვიოთ მას ამ განწყობით, დიდი მოწიწებით, ღვთისადმი მადლიერებით და იმ საღვთო ძალის რწმენით, რომელიც გვეძლევა ჯვრიდან და რომელიც გვაძლიერებს და გვაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენ იცით, რომ ჯვართამაღლებას დაემთხვა ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შესრულდა 32 წელი სოხუმის დაცემიდან. ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ, საშინელ ომს, რომელსაც მოჰყვა ათი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ადამიანის განდევნა თავისი მიწა-წყლიდან, სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, ანუ ეთნიკური ნიშნით მოხდა მათი განდევნა.

დღეს გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენს ძმებს და დებს.

იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.