არსებობს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეული ჩაი, რომლებიც ამცირებს ანთებას, ხსნის ტკივილს და შეუძლიათ დაეხმარონ შაკიკის დროს. გამოცემა Verywell Health-ი გვთავაზობს 7 სასარგებლო ჩაის ვარიანტს:
ჯინჯერის ჩაი
ჯინჯერში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ ანთებას და ეფექტურად ებრძვიან ტკივილს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯინჯერის ჩაის მიღება ამცირებს შაკიკის სიმპტომებს ორი საათის შემდეგაც კი. ის ასევე ამსუბუქებს გულისრევასა და თავბრუსხვევას.
გვირილის ჩაი
გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხშირად გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და უძილობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კვლევები თავის ტკივილზე ცოტაა, ცნობილია, რომ ის ამშვიდებს, ამცირებს შფოთვას და დეპრესიის სიმპტომებს.
ივის ქერქის ჩაი
ივის ქერქი სალიზინს შეიცავს. ეს არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება სალისილმჟავად (იგივე, რაც ასპირინშია). ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტკივილისა და ანთების მოსახსნელად. თავის ტკივილზე პირდაპირი კვლევები ცოტაა, მაგრამ ზოგადად მას ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს მიაწერენ.
ლავანდის ჩაი
ლავანდა ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით. მისი ჩაი ან არომათერაპია ამცირებს სტრესს, შფოთვას და ხელს უწყობს ძილს. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ლავანდის რეგულარული გამოყენება ამცირებს შაკიკის სიხშირეს.
პიტნის ჩაი
პიტნა ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, კუნთების დაჭიმულობასა და გულისრევას. მისი ეთერზეთი გამოიყენება ინჰალაციისთვის და ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პიტნის ზეთი ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ლიდოკაინი შაკიკის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 5 ტიპის ჩაი, რომელიც თავის ტკივილის ამსუბუქებს. 3 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/5-ტიპის-ჩაი-რომელიც-თავის-ტ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T18:28:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
