მეუფე შიო: არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც. ღვთის მადლით, მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფემ ასევე დალოცა ანსამბლები.

„არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს და ამას ვერ აცნობიერებს. როგორ ვლინდება ეს – ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვდრეთით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფემ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეუფე შიო: არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც. ღვთის მადლით, მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ. 16 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეუფე-შიო-არიან-ადამიანე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi