დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 25 აგვისტოს მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა.
„არაერთი განმარტება გავაკეთეთ და საზოგადოებას ავუხსენით, თუ რის გამო იყო დაკეტილი მეტროსადგური ამდენი დღის განმავლობაში. საჭირო იყო რთული სამუშაოების განხორციელება, რომლის ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო. სამუშაოები განხორციელდა ჭერზე, რომელიც იყო უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. განხორციელდა მისი შესაბამისი ხსნარებითა და ბეტონით დამუშავება, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ასევე, ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელი იყო შემდეგი ეტაპისთვის. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი შეკიდული ჭერის მოწყობა და ამიტომ არსებული თაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რაზეც არაერთი დასკვნა არსებობს, საჭიროებდა შესაბამის გამაგრებით სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოგვიწია სადგურის დროებით დახურვა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები და ქილიკი, რადგან საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არაფერი აქვთ.
„გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. აღარ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. ზოგი ქილიკობდა და აბსოლუტურად გაუგებარ „მესიჯებს“ აჟღერებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, როგორც ხდება ხოლმე. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. შესაბამისად იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით. რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად უნდა იყოს დასრულებული, მეტროსადგური უნდა იყოს რეაბილიტირებული და ყველანაირად მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერიდებით ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა“-კახა კალაძე. 27 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეტროსადგურმა-განაახლა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
