პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამესტიის საკრებულო: „ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველდღე წერდა განსხვავებულ ისტორიას და ცოცხალი...

მესტიის საკრებულო: „ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველდღე წერდა განსხვავებულ ისტორიას და ცოცხალი მაგალითებით აცნობდა მსოფლიოს ჩვენს კუთხისა და ქვეყნის რესურსს“

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტრაგიკულად დაღუპული ნიკო ფალიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„სიტყვებს ვერ ვუძებნით ნიკო ფალიანის ტრაგიკული დაღუპვით გამოწვეულ სევდას და მწუხარებას.

ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველდღე წერდა განსხვავებულ ისტორიას და ცოცხალი მაგალითებით აცნობდა მსოფლიოს ჩვენს კუთხისა და ქვეყნის რესურსს..

ახალგაზრდა საერთაშორისო სამთო გამყოლმა უამრავ მნიშვნელოვან იდეას შეასხა ფრთები და სამთო გიდის პროფესიასაც განსაკუთრებული ღირებულება შესძინა  სვანეთში.

მისი გარდაცვალებით ქვეყანამ სამთო გამყოლთა ასოციაციის და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, იმედი და მომავალი დაკარგა.

მიზანდასახული და მუდამ მომღიმარი, ქარიზმატული, ნიჭიერი, კომუნიკაბელური

ნიკო ფალიანი ჩვენი ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითი,  საქართველოსთვის კი ღირსეული წარმომადგენელი იყო საერთაშორისო ასპარეზზე.

მისი ხანმოკლე, მაგრამ ღრმა შინაარსით დატვირთული ცხოვრება დიდხანს იქნება შთაგონების წყარო წესრიგისა და განვითარების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.

გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებთ ნიკოს დიდ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს..

ის ახლა დიდ მოგზაურობაში გადავიდა.. მოგზაურობაში, რომელიც მარადიული, ნათელი და დიადია“.

  რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი