შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიმერილ სტრიპი ქალებს შთააგონებს

მერილ სტრიპი ქალებს შთააგონებს

რატომ არ უყვარს მერილ სტრიპს ძველი ფილმების ყურება? 

მერილ სტრიპი სხვადასხვა ინტერვიუში ქალებს შთამაგონებელ ფრაზებს ხშირად უზიარებს და ეუბნება, რომ მათ საკუთარი თავის შეყვარება და მიღება უნდა შეძლონ. თუმცა, მსახიობს არასდროს დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, თავადაც უამრავ კომპლექსს ებრძოდა და ახალგაზრდობაში დაბალი თვითშეფასება ჰქონდა.

სტრიპი ამბობს, რომ წლებთან ერთად, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლა და ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას აღარ აქცევს. “ოსკარის” სამგზის მფლობელი მსახიობი ახლა ყველა ქალს ურჩევს: “ჩემი რჩევა იქნება, ნუ დახარჯავთ დიდ დროს იმაზე ფიქრში, გაქვთ, თუ არა სრულყოფილი კანი, ან უნდა დაიკლოთ თუ არა რამდენიმე კილოგრამი. იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოთ ცხოვრებაში, რომ დაგამახსოვრდეთ და ბედნიერი იყოთ.” – ამბობს სტრიპი.

მერილ სტრიპი

მერილ სტრიპმა ნამდვილ წარმატებას 40 წლის ასაკის შემდეგ მიაღწია. იქამდე კი არაერთი წარუმატებელი როლი და იმედგაცრუება იყო. დღეს მერილი ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მსახიობადაა აღიარებული, მისმა კარიერამ და დამოკიდებულებამ კი ჰოლივუდის სტანდარტების შეცვლაც კი შეძლო.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

  სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი