კახეთში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 21 000 ჰექტარზე შესაძლოა, ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნას

კახეთში, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება იწყება“, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი ფასეულობები, რათა კახეთის რეგიონში, დამატებით, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობები განისაზღვროს.

დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაცული ტერიტორია

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 927 748 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია. დღეისათვის, საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კახეთში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კახეთში/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi