თვალჭრელაძის ქუჩაზე კაცი, რომელიც ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მერიის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა და აღარ გადმოხტა.
ამასთან, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიკო ლოქაბიძემ განაცხადა, ადგილზე მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორისგან.
„აქ ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, გასახლებას მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით ან ქირით უზრუნველყოფით“, – აღნიშნა ლოქაბიძემ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მერიის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა და აღარ გადმოხტა – კაცი ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. 24 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მერიის-შეთავაზებულ-პირობ/
