პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 აგვისტოს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.

„2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაც ამ ამხანაგობებს არ ჰქონდათ. ამის გამო, ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბმა-ს პროგრამა იძლევა საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგების შესაძლებლობას, ეს იქნება სახურავის შეცვლა, სადარბაზოს განახლება, შიდა კიბეების მოწესრიგება თუ სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი