შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიმერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილი თითქმის ნახევარ წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა და სუპერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. მან შონ ო’მალი დაამარცხა.

ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. მან ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ხუთივე რაუნდში ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა.

დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა.

ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი და მეორე რაუნდები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მესამე რაუნდში დვალიშვილის უპირატესობა გამოიკვეთა, მან რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილის უპირატესობა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა.

საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი „მანქანა“ ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
  გიორგი მამარდაშვილის მეუღლის ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი