გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125კგ) წარმატებით გამოდის.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.

პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ფინალური ბლოკი დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!. 9 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გენო-პეტრიაშვილი-ოლიმპია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi