მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო’მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.

ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ის ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო. 8 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მერაბ-დვალიშვილის-ბრძოლა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi