ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური იუწყება, 2025 წლის 9 მაისის ფარგლებში სოციალური დახმარება ჯამში 52 ბენეფიციარს ჩაერიცხა.
დახმარება შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 2 000 ლარი მიიღო 26-მა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა;
- 1 000 ლარი – 26-მა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრმა (ქვრივებმა და შრომისუუნარო პირებმა).
დახმარება გაცემულია საქართველოს მთავრობის 731-ე განკარგულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ სოციალურ დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში შესაბამისი თანხების ჩარიცხვა თბილისის მერიის მიერ მოხდა, ხოლო ბენეფიციართა იდენტიფიცირება ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბაზისსაფუძველზე განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, 9 მაისთან დაკავშირებით, თბილისში დახმარება 70 ბენეფიციარს გაეწია, მათ შორის 37 იყვნენ ომის ვეტერანები.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია