მეგობრობა და სიყვარული იქნება მთავარი თემები – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2024 წლის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და ალბათ, ბევრი ადამიანი ცდილობს, ყველა ის გეგმა თუ საქმე, რაც მიმდინარე წლისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, საბოლოოდ დაასრულონ, შეაფასონ წარმატება და გააანალიზონ ის საკითხები, რომლებიც არ გამოუვიდათ. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც პლანეტებმა 2025 წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და გამართლება მოუმზადეს:

ვერძი

2024 წლის ბოლოს ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ჰირონი აღნიშნულ ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას 29 დეკემბერს დაასრულებს, რაც ძველ შეცდომებსა და წარსულის ტრავმებს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. თუმცა, ამ ემოციებთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ.

2024 წლის ბოლო დღეები თქვენთვის “ბორკილებისაგან გათავისუფლებას” დაემსგავსება. შეძლებთ, საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ყველა იმ ნეგატიურ ემოციას, ურთიერთობასა თუ საქმეს, რომლებიც აქამდე მოსვენებას არ გაძლევდათ. 2025 წელი კი ახალი შესაძლებლობებით და წარმატებით დაიწყება და იმ მიზნებზე კონცენტრირებას მოახერხებთ, რომელთა განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

თხის რქა

თხის რქის ნიშანში რომანტიკისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა 11 ნოემბერს შევიდა. ამიტომაც, პირადი ცხოვრების გააქტიურება და ამ მიმართულებით სიახლეები თხის რქებს ნამდვილად არ მოაკლდებათ. მეგობრობა და სიყვარული იქნება ის მთავარი თემები, რაც წლის ბოლომდე არაერთ დადებით ემოციას მოგიტანთ. თვითშეფასების გაზრდას იგრძნობთ და ეს წარმატების მიღწევასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ.

21 დეკემბერს კი თხის რქის სეზონი იწყება. წლის ბოლომდე გექნებათ შანსი, ყველაფერი რაც წამოიწყეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შუა გზაზე გააჩერეთ, საბოლოოდ დაასრულოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ვარსკვლავები არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. მთავარია, გამოავლინოთ მონდომება და სიახლეებისათვის მზად იყოთ.

თევზები

პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში 7 დეკემბრამდე რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 7 დეკემბრის შემდეგ თევზებისთვისაც “ბორკილების მოხსნის” ეტაპი დაიწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შვებას იგრძნობენ და ბევრი რამ, რაზეც ადრე განსაკუთრებით ნერვიულობდნენ, აზრს დაკარგავს. მიხვდებით, რომ ის სულაც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. გააცნობიერებთ თქვენს ემოციებს და საბოლოოდ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეს…

- Advertisement -
Ad imageAd image

7 დეკემბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სიცხადის ეტაპი დაიწყება, როცა ადამიანების რეალურ სახესაც დაინახავთ და აღმოაჩენთ იმასაც, რომ საკუთარ თავზე უკეთ უნდა იზრუნოთ. 2025 წლის დასაწყისი კი მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი ბევრი სურვილი და მიზანი რეალობად აქციოთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მეგობრობა და სიყვარული იქნება მთავარი თემები – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის. 18 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მეგობრობა-და-სიყვარული-ი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi