ასტროლოგი რამაზ გიგაური ახალ წელთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:
„რომელიმე ასტროლოგი თუ იტყვის, რომ ახალ წელს ჭიქაში დასხმულ არაყს ცეცხლი უნდა მოუკიდოთ და ისე დალიოთ, რომ დრაკონს ესიამოვნოს, აქედანვე გეუბნებით, მამალი სიშტერეა და არ ქნათ ეგ.
არც ფეიერვერკი იყიდოთ და არ ისროლოთ.
საახალწლო სუფრაზე არც ე.წ. შუშხუნები აანთოთ. საშინლად მომწამვლელია და ნუ შეგაქვთ მისი წვის შემდეგ გამოყოფილი შხამი თქვენს ოჯახის წევრების ფილტვებში. იყავით ეკოლოგიურები.
რა უნდა გააკეთოთ?
აიღეთ ერთი ჭიქა ღვინო და დაილოცეთ სიტყვით, დალოცეთ თქვენი ოჯახი, თქვენი ქვეყანა, მსოფლიო, რადგან თქვენს კეთილ სიტყვას და სურვილს შეისმენს თქვენი დამბადებული.
P.S. თუ ღვინო არ გაქვთ? ნებისმიერი ალკოჰოლი ან არაალკოჰოლური სასმელიც კი შეიძლება. მთავარი თქვენი სიტყვა და ემოციაა“,-წერს გიგაური.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). „ასტროლოგი თუ იტყვის, რომ ახალ წელს, არაყს ცეცხლი უნდა მოუკიდოთ და დალიოთ, რომ დრაკონს ესიამოვნოს, აქედანვე გეუბნებით, მამალი სიშტერეა და არ ქნათ ეგ“. 29 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ასტროლოგი-თუ-იტყვის-რომ/
