პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დიდუბის რაიონის გამგეობას დაზარალებული მოსახლეობა სასტუმრო “იბერიალსა” და სასტუმრო “აფაში” გადაიყვანა.

ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

  რამდენიმე ქუჩას 28 ივლისს ელექტროენერგია შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი