ევროკავშირი ისრაელისა და ჰამასის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ევროკავშირი ისრაელისა და ჰამასის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, სანქციების პაკეტი შეეხებათ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ გვირს, ასევე ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩს, დასავლეთის სანაპიროზე უკანონოდ მცხოვრებ რამდენიმე ძალადობრივ ჯგუფს და ჰამასის რამდენიმე გავლენიან ფიგურას, რომელთა ვინაობაც საჯაროდ არ გაჟღერებულა.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სანქციების ორმხრივად გამოცხადების მიზანი, ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეული პირების განურჩევლად დასჯაა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროკავშირი მსგავს მიდგომას ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ არ იჩენდა, თუმცა ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, გაერთიანებამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გუშინ ისრაელისთვის სავაჭრო შეღავათების გაუქმებაც დააანონსა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროკავშირი ისრაელისა და ჰამასის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს. 17 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირი-ისრაელისა-და/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi