ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი - სეზონური ვირუსების გამო, პედიატრიულ განყოფილებებში...

მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი – სეზონური ვირუსების გამო, პედიატრიულ განყოფილებებში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია

მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ამ ჩივილებით მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 55-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს. ბოლო ორ თვის განმავლობაში, პედიატრიულ განყოფილებაში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია.

ქვეყანაში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70% სეზონური ვირუსია. მედიკოსები თებერვლის ბოლოს დინამიკის კლებას პროგნოზირებენ.

მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. სტაციონარში მოთავსებული ბავშვების უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკისაა, 50%-ზე მეტს კი ვირუსის გართულებული ფორმა – ფილტვების ანთება უდასტურდება.

“ღორის გრიპისა” და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა; რისკ ჯგუფებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კი ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მიშა ძალიან პოზიტიურია იუმორით აღსავსე, თბილი, ყურადღებიანი“ – რატომ უყვართ უფრო მეტად მიშა მესხი მარტვილში, რას ჰყვება სოფო ბედია მეუღლეზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი