მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი – სეზონური ვირუსების გამო, პედიატრიულ განყოფილებებში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ამ ჩივილებით მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 55-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს. ბოლო ორ თვის განმავლობაში, პედიატრიულ განყოფილებაში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია.

ქვეყანაში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70% სეზონური ვირუსია. მედიკოსები თებერვლის ბოლოს დინამიკის კლებას პროგნოზირებენ.

მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. სტაციონარში მოთავსებული ბავშვების უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკისაა, 50%-ზე მეტს კი ვირუსის გართულებული ფორმა – ფილტვების ანთება უდასტურდება.

“ღორის გრიპისა” და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა; რისკ ჯგუფებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კი ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი – სეზონური ვირუსების გამო, პედიატრიულ განყოფილებებში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია. 18 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მაღალი-ტემპერატურა-ხველ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi