მარწყვი ბევრი ადამიანის საყვარელი ხილია, თუმცა მის გემოს არც მისივე სასარგებლო თვისებები ჩამოუვარდება.
მარწყვი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, ასუფთავებს სისხლს, აღადგენს და აძლიერებს სისხლძარღვებს, წმენდს თირკმლებსა და საშარდე გზებს.
მარწყვს ყველა ამ დადებითი თვისებების მიუხედავად ისევე, როგორც ყველაფერს, აქვს უკუჩვენებები.
აღნიშნული კერნკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიან. მარწყვი შეიცავს ანტოციანს – ნივთირებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას.
ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას.
ასევე არ ურჩევენ მარწყვის მიღებას გასტრიტითა და გასტრო დუოდენიტით დაავადებულ ადამიანებს. უკუნაჩვენებია აღნიშნული კენკრა წყლულის მატარებელი ადამიანებისთვისაც.
არ არის რეკომენდებული ერთდროულად მარწყვის მირთმევა და წნევის წამლის (ენაპრილის საფუძველზე) მიღება. ეს დამატებით, არასასურველ დატვირთვას მისცემს თირკმლებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi