მარწყვი როდის ხდება საფრთხის შემცველი?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მარწყვი ბევრი ადამიანის საყვარელი ხილია, თუმცა მის გემოს არც მისივე სასარგებლო თვისებები ჩამოუვარდება.

მარწყვი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია,  რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, ასუფთავებს სისხლს, აღადგენს და აძლიერებს სისხლძარღვებს, წმენდს თირკმლებსა და საშარდე გზებს.

მარწყვს ყველა ამ დადებითი თვისებების მიუხედავად ისევე, როგორც ყველაფერს, აქვს უკუჩვენებები.

აღნიშნული კერნკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიან. მარწყვი შეიცავს ანტოციანს – ნივთირებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას.

ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

მარწყვი

ასევე არ ურჩევენ მარწყვის მიღებას გასტრიტითა და გასტრო დუოდენიტით დაავადებულ ადამიანებს. უკუნაჩვენებია აღნიშნული კენკრა წყლულის მატარებელი ადამიანებისთვისაც.

არ არის რეკომენდებული ერთდროულად მარწყვის მირთმევა და წნევის წამლის (ენაპრილის საფუძველზე) მიღება. ეს დამატებით, არასასურველ დატვირთვას მისცემს თირკმლებს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მარწყვი როდის ხდება საფრთხის შემცველი?. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარწყვი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi