ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა

მარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა

მარსმავალმა Perseverance-მა მარსზე თავისი მისიის განმავლობაში პირველი უჩვეულო ქანის ნიმუში აღმოაჩინა.

ეს არის 2,9 სანტიმეტრის ქვა, რომელსაც „ვერცხლის მთა“ დაარქვეს. ის „ეზეროს” კრატერიდან იყო ამოღებული.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ მისი ტექსტურიდან გამომდინარე, მსგავსი ნიმუში აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.

„ჩემი 26-ე ნიმუში, ცნობილი, როგორც „ვერცხლის მთა“. მას აქვს ტექსტურა, რომელიც ჩვენ ადრე არ გვინახავს“, – ვკითხულობთ Perseverance-ის ოფიციალურ გვერდზე X-ში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ქანი. ასეთი ქვების შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორი იყო მარსი შორეულ წარსულში. ასეთი მასალა ასევე მისცემს მეცნიერებს საშუალებას მეტი რამ შეიტყონ დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ.

NASA-ში განმარტავენ, რომ ეს არის Perseverance-ის მიერ ნაპოვნი პირველი ნიმუში, რომელიც ასეთი ძველია – დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდებისა და კომეტების ხშირი შეჯახება მარსის ზედაპირის ფორმირებას ახდენდა, განმარტავენ მეცნიერები.

Perseverance-ი მარსზე 2021 წლიდან მუშაობს და აგრძელებს ნიმუშების შეგროვებას. ბოლო მონაცემებით, ნიმუშების წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოტანა 2040 წლისთვის იგეგმება, თუმცა NASA ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.

  თურქეთი საქართველოს საზღვრამდე რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 1.6 მლრდ დოლარზე მეტს დახარჯავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი