მარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მარსმავალმა Perseverance-მა მარსზე თავისი მისიის განმავლობაში პირველი უჩვეულო ქანის ნიმუში აღმოაჩინა.

ეს არის 2,9 სანტიმეტრის ქვა, რომელსაც „ვერცხლის მთა“ დაარქვეს. ის „ეზეროს” კრატერიდან იყო ამოღებული.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ მისი ტექსტურიდან გამომდინარე, მსგავსი ნიმუში აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.

„ჩემი 26-ე ნიმუში, ცნობილი, როგორც „ვერცხლის მთა“. მას აქვს ტექსტურა, რომელიც ჩვენ ადრე არ გვინახავს“, – ვკითხულობთ Perseverance-ის ოფიციალურ გვერდზე X-ში.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ქანი. ასეთი ქვების შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორი იყო მარსი შორეულ წარსულში. ასეთი მასალა ასევე მისცემს მეცნიერებს საშუალებას მეტი რამ შეიტყონ დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ.

NASA-ში განმარტავენ, რომ ეს არის Perseverance-ის მიერ ნაპოვნი პირველი ნიმუში, რომელიც ასეთი ძველია – დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდებისა და კომეტების ხშირი შეჯახება მარსის ზედაპირის ფორმირებას ახდენდა, განმარტავენ მეცნიერები.

Perseverance-ი მარსზე 2021 წლიდან მუშაობს და აგრძელებს ნიმუშების შეგროვებას. ბოლო მონაცემებით, ნიმუშების წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოტანა 2040 წლისთვის იგეგმება, თუმცა NASA ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა. 11 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარსმავალმა-perseverance-მა-წითელ-პლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi