პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა

მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

აშშ-ის დელეგაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის დელეგაციას სავარაუდოდ 18 თებერვალს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს ომის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა გასულ კვირას პატიმრების გაცვლის საკითხზე, აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების უზრუნველყოფაში თავისი როლი ითამაშა.

  მნიშვნელოვანი სიახლე: პოლონეთმა სამხრეთ კორეადან 180 K2 ტანკის მიწოდებაზე 6 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება დადო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი