აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
აშშ-ის დელეგაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის დელეგაციას სავარაუდოდ 18 თებერვალს შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს ომის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა გასულ კვირას პატიმრების გაცვლის საკითხზე, აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების უზრუნველყოფაში თავისი როლი ითამაშა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi
