მარიხუანის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის – ასეთ დასკვნამდე ტულუზის კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ.
მათ ჩაატარეს 25 კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ადამიანის მონაცემს მოიცავდა, რომელთა ასაკით 19-დან 59 წლამდე მერყეობდა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება რისკების მატებას უკავშირდება. კერძოდ, არამომხმარებლებთან შედარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად გარდაცვალების რისკი 50%-ს აღემატება, ინსულტისგან 20%-ს, მწვავე კორონალური სინდრომისგან კი 29%-ს. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.