“ოჯახიდან ქალს რომ გაუშვებ ქვეყნის გარეთ, ის შენი აღარ არის… რატომ უნდა მიდიოდნენ ქალბატონები და კაცი რატომ უნდა იჯდეს აქ?!” – ელენა სიყმაშვილი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

პროფესიონალი მოკრივე, ელენა სიყმაშვილი, გადაცემაში “დღის პოსტი” ემიგრაციის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ქალების ქვეყნიდან წასვლას, რომლებსაც ჯანმრთელი მეუღლეები ჰყავთ, არ ეთანხმება:

„მე ძალიან არ მესმის იმ კაცების კატეგორიის, 50-60 წლის ხალხს რომ ევროპაში სამუშაოდ უშვებენ. ან თუნდაც ახალგაზრდას... ჩემთვის სირცხვილია. ეს ქალბატონები იქ მუშაობენ, შრომობენ. მამაკაცები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აქ “ყრიან”. სადღეგრძელოებში ვაჟკაცობაზე, ქალებზე, ქვეყანაზე საუბრობენ. რომელ ვაჟკაცობასა და ქალის სადღეგრძელოზეა საუბარი?! ოჯახიდან ქალს რომ გაუშვებ ქვეყნის გარეთ, ის შენი აღარ არის. მაგაზე პრეტენზია საერთოდ აღარ უნდა გქონდეს. მე იმ შემთხვევაში გავამართლებ წასულ ქალბატონს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარი, შვილი ჰყავს და იძულებულია, რომ წავიდეს. არ მგონია, რომელიმე ქალბატონს მოსწონდეს, ოჯახი, შვილები დატოვოს. აქ ქმარზე აღარაა საუბარი. შვილებზეა ორიენტირებული და იძულებულია, ქმარს რომ ხედავს, უქნარააა, დგება და მიდის. მე როდესაც ევროპაში ვმოგზაურობ, ვხედავ იქ მოხუცი ხალხი როგორ ვარჯიშობს, ველოსიპედით დარბიან… ჩვენთან ქალბატონებს ეს ყველაფერი არ აქვთ. ვხედავ, როგორ შრომობს მიწაზე მოხრილი, პროდუქტს ჰყიდის. რატომ უნდა იყოს ასე? რატომ უნდა მიდიოდნენ ჩვენი ქვეყნიდან ქალბატონები და კაცი რატომ უნდა იჯდეს აქ?! მერე ლანძღავენ ამ ქალბატონებს, წავიდა და იქ ვიღაც ნახაო. არ იცი, რომ ვიღაცას ნახავს? არც უნდა გაამტყუნო? ყურადღება, სითბო და მზრუნველობა აკლია… შენ იმ სიტუაციას ქმნი, რომ ავდგე და ქვეყნიდან წავიდე, შენ ჩემთვის აღარაფერი ხარ. პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს. ქალი რომ ოჯახიდან გავა და ქვეყნის გარეთ წავა, შენ ჩუმად უნდა იყო. უბრალოდ, არაფერი აღარ ხარ მისთვის…“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “ოჯახიდან ქალს რომ გაუშვებ ქვეყნის გარეთ, ის შენი აღარ არის… რატომ უნდა მიდიოდნენ ქალბატონები და კაცი რატომ უნდა იჯდეს აქ?!” – ელენა სიყმაშვილი. 24 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოჯახიდან-ქალს-რომ-გაუშვე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T20:09:55+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi