მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეშვიდე ეპიზოდი შედგა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: მუხლუხო, პანტერა, მედუზა, ფარაონი, პუპი და კენგურუ.
გულშემატკივართა რჩეულები იყვნენ: კენგურუ, მედუზა, პანტერა და პუპი. ისინიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან – მუხლუხო და ფარაონი, ჟიურიმ მეგაშოუში ფარაონი დატოვა.
მუხლუხოს ნიღაბი მაია ბარათაშვილს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 12 ახალი თოჯინით.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ვის ჰქონდა მორგებული მუხლუხოს ნიღაბი – მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეშვიდე ეპიზოდი შედგა. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-ჰქონდა-მორგებული-მუხ/
