მამა პაისის ფილმის სცენარის ავტორის იორღოს ციაკასის ინტერვიუ:
(ჟურნალისტი) : -გიტიროათ თუ არა ფილმის დასრულებული ვერსიის ნახვისას?
(ციაკასი) : -დასრულებული ვერსიის ნახვამდეც მიტირია, გადაღებებზეც, მონტაჟის დროსაც… იცით რომ მონტაჟის დროს ერთი ეპიზოდი შეიძლება 10 ან 20 ჯერ ვნახოთ, უამრავჯერ. ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ, ხმას, დეტალებს… იყო მომენტები რომ გული მიჩუყდებოდა ძალიან, და ახლაც იგივე მემართება…
როდესაც დასრულებულ ვერსიას ვნახავ მაშინაც იგივე დამემართება… (ინტერვიუ ჩაწერილია ფილმის მეორე სეზონამდე)
მჯერა რომ თვითონ წმინდა პაისი შეგევეწია რომ ეს ფილმი გადაგვეღო… იცით ალბათ რომ თვითონ წმინდანს არ უყვარდა ფოტოს გადაღებაც კი და ჩვენ ამხელა სერიალი გადავიღეთ მის შესახებ და ვეუბნებოდი რომ ეპატიებინა ჩემთვის … მაგრამ ვფიქრობ ერთი ადამიანისთვის მაინც რომ იყოს ეს სერიალი სიკეთის მომტანი, წმინდანი ნებას დამრთავდა თქო….
(ჟურნალისტი) : -რადგან ეს სერიალი შედგა ესეიგი ნება დაგრთოთ, სხვაგვარად ვერ შედგებოდა…
(ციაკასი): – დიახ, დიახ
(ჟურნალისტი) – თავად გაქვს მოყოლილი რამდენი სასწაულის მომსწრენი გახდით, სერიალის გადაღების დროს , ეს ნიშნავს რომ თვითონ წმინდანი იყო თქვენს გვერდით. ასე არაა? ბრძოლები გქონდათ გადაღებების დროს ?
(ციაკასი) – მაშ არ გვექნებოდა?
(ჟურნალისტი) : -გაგონილი მაქვს რომ როდესაც მადლიან საქმეს აკეთებ ბრძოლებიც იქვეა
(ციაკასი) -რათქმა უნდა ბევრი დაბრკოლებები გვქონდა და როდესაც კონიცაში ვიყავით მის მშობლიურ სახლში გავრბოდი ხოლმე და ვთხოვდი შეწევნას (დახმარებას) … მხოლოდ ის ფაქტი რომ პირველი სეზონი გადავიღეთ კორონას პანდემიის დროს ისე რომ არასოდეს არცერთი ადამიანი არ გამხდარა ავად ( კორონათი ) მაშინ როდესაც 50 ადამიანი ერთად ვმუშაობდით, 180 მსახიობი და 1300 დამხმარე… ვიცოდით რომ აქედან ერთს მაინც რომ აღმოჩენოდა კორონა უნდა გაგვეჩერებინა გადაღებები 15 დღით ,,, და იცი რასაც ნიშნავს ეს, მარია ( ჟურნალისტის სახელი) … ,,, არასდროს არავინ ავად არ გამხდარა… და როცა ვამთავრებდით გადაღებას ერთ ლოკაციაზე, ის დასახლება სწორედ მაშინ იხურებოდა კორონას გამო, როდესაც ჩვენ უკვე წამოსულები ვიყავით იქიდან …
(ინტერვიუ ჩაწერილია მაშინ როდესაც მეორე სეზონი უკვე გადაღებულია თუმცა ჯერ ტელევიზიაში არ იყო ჯერ გაშუქებული).
ინტერვიუ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ნანა ბეჟანიშვილმა
წყარო: † სარწმუნოება – ფოტო და ვიდეო არქივი †
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.