პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიგელა გელაძემ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა - „შინაგან საქმეთა სამინისტრო,...

გელა გელაძემ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე სიტყვით გამოვიდა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი.

„ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და მოხმარება სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს.
შესაბამისად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შედეგად, ნარკოდანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების საქმიანობა გახდა უფრო ეფექტიანი ნარკოტიკების რეალიზაციის პრევენციისა და აღკვეთის პროცესში.
ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ ინიცირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებისა და კერძო კომპანიების მიერ ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის აკრძალვას, ასევე მკაცრ კონტროლს ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. აღნიშნული ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც გეკა გელაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

ღონისძიებაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – დავით კიკნაძემ ანგარიში წარადგინა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის სტატისტიკაზე ისაუბრა.
დავით კიკნაძემ, სამართალდამცველების მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეციალური ოპერაციებზე ყურადღება გაამახვილა და განცხადა, რომ პოლიცია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

  ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.