შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, – იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო.

ბოლოს ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, – ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

***

მამა ვიტალი სიდორენკოს რჩევა,  ლოცვითი კანონის შესახებ:

„დილით სახლიდან გასვლის წინ წავიკითხოთ 26-ე, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, მათ შორის კი დასაწყისში და დასასრულს წარმოვთქვათ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ…“.

„თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს ან ხანძარი გაჩნდეს,- ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…”

წიგნის „მამა ვიტალის ცხოვრების“ მიხედვითჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.

 

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  5 რჩევა სახლის ეფექტურად ორგანიზებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი