მადრიდში გამართულ გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2025“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტრო კონგრესში Madrid Fusión 2025 მონაწილეობდნენ. ქართული ღვინის მწარმოებელმა ოთხმა კომპანიამ სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარმოადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ღვინის პროფესიონალებს ქვევრის და კლასიკური სტილის სხვადასხვა ღვინო გააცნო.

Madrid Fusión 2025-ზე ქართული სტენდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, სადაც, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინო ქართულ გასტრონომიასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მადრიდში გამართულ გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2025“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. 30 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მადრიდში-გამართულ-გასტრო/

  "ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა...
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi