პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომადრიდის მეტროს შუქნიშნებით აღჭურავენ, რათა სმენის პრობლემების მქონე მგზავრებს ცხოვრება გაუმარტივონ

მადრიდის მეტროს შუქნიშნებით აღჭურავენ, რათა სმენის პრობლემების მქონე მგზავრებს ცხოვრება გაუმარტივონ

მადრიდის მეტროში შუქნიშნებს ამატებენ: მათი მიზანი სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

შუქნიშანს სამი ფერი ექნება: წითელი – ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კარი მალე დაიკეტება და ვაგონში შესვლა ან იქიდან გამოსვლა დაუშვებელია; მწვანე – კარი ღიაა; მოციმციმე მწვანე – კარი იღება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნება ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მუდმივად გაჯეტებშია, ყურსასმენებში მუსიკას უსმენს, ტელეფონზე საუბრობს ან სოციალურ ქსელებს სქროლავს.

შუქნიშნები 242 მატარებლის 8968 კარზე გამოჩნდება და მეტროს 8 ხაზს მოიცავს. მონტაჟი უკვე დაწყებულია და 2028 წლისთვის სისტემა მეტროპოლიტენი 84%-ს დაფარავს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი