სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„მაგთი“ ზოგიერთ მომსახურებას აძვირებს - როგორი იქნება ტარიფი

„მაგთი“ ზოგიერთ მომსახურებას აძვირებს – როგორი იქნება ტარიფი

„მაგთიკომი“ ზოგიერთ ულიმიტო მობილურ ინტერნეტ-პაკეტს აძვირებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ტარიფები მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

უფრო კონკრეტულად, კომპანიის ცნობით, ტარიფის ცვლილება შეეხება კვირის და თვის ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტებს. ისინი შესაბამისად, ერთი და სამი ლარით გაძვირდება.

კერძოდ, ცვლილების შედეგად, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან:

  • „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“ – 9 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება;
  • „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“– 32 ლარიდან 35 ლარამდე.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1-ლი ივნისიდან შესაბამისი პაკეტის ავტომატური განახლებისას უკვე იმოქმედებს ახალი პირობები.

როგორც „ბიზნესპრენიუსს“ კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს, ცვლილება ამ ეტაპზე, მხოლოდ მობილური ინტერნეტის აღნიშნულ პაკეტებს შეეხება.

წყარო

  „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი–ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი