ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი „ქრისტე აღსდგა...“

ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი „ქრისტე აღსდგა…“

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 29 მაისს ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს.
ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა)
I. ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი „ქრისტე აღსდგა…“
II. სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყის ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ „წმიდაო ღმერთო“-დან და მის შემდეგ ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.
III. ნაცვლად „ღირს არსი“-სა იკითხება:
ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით) „ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ“.
ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე „მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ“.
ეკლესიებში მომავალ აღდგომამდე აღარ იგალობება „ქრისტე აღსდგა”.
ხვალ მსახურება არის თითქმის აღდგომის დღის მსგავსი, დედაეკლესია კიდევ ერთხელ იზეიმებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, კიდევ ერთხელ გვაუწყებენ ამ საოცარ მოვლენაზე.
ხვალიდან დილა-საღამოს ლოცვები პირდაპირ „წმინდაო ღმერთოდან” უნდა დავიწყოთ. ჩვენც, კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ქრისტეს დიდებულ აღდგომას. უფალმა ყველას მოგვმადლოს მომავალი წლის აღდგომის სიხარული.
„ქრისტე არს ჩვენს შორს”
„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“
  სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ენდროს საღებავის გამოყენებაზე-„მაღალი რისკის შემცველია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ...“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი