სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეს წმინდანების მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა

დღეს წმინდანების მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა

 28 მაისს წმიდა მოციქულთასწორნი: მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეს აღნიშნავს
წმიდა მირიან მეფე და წმიდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა.
ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად.
ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს.
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირაინს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ.
მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შეუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა. სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა.
გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა.
ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირაინმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი.
უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ.
მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს.
საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.
წმინდა მეფისა და დედოფლის ხსენების დღე გარდამავალია, რადგან საეკლესიო კალენდრით მათ აღდგომიდან მე-7 კვირას მოიხსენიებენ.
  მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.