მირქმა — მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს მირქმის დღესასწაულს — ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ საეკლესიო თარიღს, რომელიც უკავშირდება იესო ქრისტეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანას შობიდან ორმოცი დღის შემდეგ.
ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.
„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“


