ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მირქმა — მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს მირქმის დღესასწაულს — ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ საეკლესიო თარიღს, რომელიც უკავშირდება იესო ქრისტეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანას შობიდან ორმოცი დღის შემდეგ.

ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.

„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ. 15 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ლოცვა-რომელიც-მირქმას-უნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi