კალიფორნიელ მასწავლებელს, ჟაკლინ მას, რომელიც მოსწავლეებზე სექსუალურად ძალადობდა, თავისუფლების 30 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემა „ფიფოლის” ინფორმაციით, 2022 წელს ჟაკლინი, რომელიც სან-დიეგოს, ლინკოლნ აკრესის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, „წლის მასწავლებლად” აღიარეს.
ჟაკლინი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი მოსწავლის დედამ განაცხადა, რომ ჟაკლინი მის შვილს შეუფერებელ შეტყობინებებს უგზავნიდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჟაკლინი ჯერ მოსწავლეების გულის მოგებას ცდილობდა, რათა შემდეგ მათთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.
ერთ-ერთი მოსწავლე 12 წლის იყო. მშობლები ბავშვს სოციალური მედიისა და სმარტფონის გამოყენებას უკრძალავდნენ, ამიტომ ჟაკლინმა ახალ ხერხს მიმართა. ის მოსწავლეს გაკვეთილების შემდეგ ტოვებდა. სექსუალური ძალადობა ბავშვზე საკლასო ოთახში 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ისე რომ ამის შესახებ არავინ იცოდა.
ჟაკლინის კიდევ ერთი მსხვერპლი 11 წლის ბიჭი იყო. ჟაკლინი მას საჩუქრებით ანებივრებდა, რათა არასრულწლოვნისა და მისი მშობლების ნდომა დაემსახურებინა.
პროკურორების განცხადებით, ჟაკლინი მოსწავლეებს უხამს ფოტოებს უგზავნიდა და მათგანაც იმავეს გაკეთებას მოითხოვდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „სექსუალური ძალადობა საკლასო ოთახში…” – კალიფორნიელ მასწავლებელს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სექსუალური-ძალადობა-საკ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
